სტარტაპ ბიურო ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია.

სტარტაპ ბიურო მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო თუ საჯარო სექტორებთან, რათა მათი ჩართულობით წარმატებით დანერგონ ქვეყანაში ჰაკათონები, ბიზნეს ბანაკები, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები, ტრენინგები, კონფერენციები და სხვა უნარ-ჩვევებისა თუ შესაძლებლობების განვითარების პროგრამები მეწარმეებისთვის, ინოვატორებისა და შემოქმედებისათვის.

შედეგები

46
პროგრამა
161
ღონისძიება
53400
მონაწილე

სერვისები

ჰაკათონები და ბიზნეს ბანაკები
საუკეთესო იდეები გუნდური მუშაობისას იბადება. ზუსტად ამიტომ, ჩვენ ვატარებთ ჰაკათონებსა და ბიზნეს ბანაკებს, საჯარო უწყებებთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, საერთაშორისო დონორებთან და კერძო სექტორთან პარტნიორობით.
პრეაქსელერაცია და აქსელერაცია
იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე გრძელი გზაა. ამ გზის გავლაში ინოვატორებს ჩვენი პრეაქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები ეხმარება. მათით სარგებლობა სტარტაპებს განვითარების ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ.
სტარტაპების სკაუტინგი და გარიგებები
ნებისმიერი მიზნის მიღწევა შესაძლებელია, როცა სწორი გამოწვევისთვის სწორი ადამიანია შერჩეული. ჩვენი დიდი პროფესიული ქსელის დახმარებით, ვპოულობთ ყველაზე პერსპექტიულ სტარტაპებს და ვაკავშირებთ მათ ინვესტორებთან და პარტნიორებთან.
ფორუმები და კონფერენციები
ახალ ადამიანებთან შეხვედრა და იდეების გაზიარება უმნიშვნელოვანესია ინოვაციის ხელშესაწყობად. ეს კი შესაძლებელია ჩვენს ფორუმებსა და კონფერენციებზე მეწარმეობისა და ტექნოლოგიების თემებზე, რომელთაც ვატარებთ ნებისმიერი ფორმატით: ფიზიკურ სივრცეში, ვირტუალურად და ჰიბრიდულად.
ტრენინგები და ვორკშოპები
მნიშვნელოვანია, გამოცდილმა ინოვატორებმა თავიანთი ცოდნა დამწყებ მეწარმეებს გაუზიარონ. Ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ ტრენინგებსა და ვორკშოპებს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის: ბიზნეს მოდელის დიზაინზე, ფინანსურ დაგეგმვასა და ბიუჯეტირებაზე, ბრენდინგზე, ციფრულ მარკეტინგზე და ა.შ.
პრეზენტაციის დიზაინი და წარდგენა
იდეის წარმატებას, ხშირად, ის განსაზღვრავს, თუ როგორ წარვადგენთ მას სხვების წინაშე. Ჩვენ ვეხმარებით სტარტაპებს, ინვესტორებთან შეხვედრამდე თავიანთი პროექტებისთვის საუკეთესო პრეზენტაციები მოამზადონ.
პარტნიორები
თუ ხართ დაინტერესებული, გახდეთ ჩვენი პარტნიორი, დაგვიკავშირდით.
შეფასებები
  • CENN-მა ითანამშრომლა სტარტაპ ბიუროსთან, GREENcubator-ის აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავდა, ქართველიახალგაზრდების მიერ მწვანე სტარტაპ იდეების დამუშავებას შემდგომი დაფინანსების მიზნით. პროგრამამ თავის დასახულ მიზანს მიაღწია - ინტენსიური ვორქშოპებისა და მენტორობის სესიების შემდეგ, მონაწილეებმა, რომელთაც მანამდე მსგავსი გამოცდილება არ ჰქონიათ, წარმატებით შეძლეს ჟიურის წინაშე თავიანთი იდეების წარდგენა. ამ შედეგის მიღწევა სტარტაპ ბიუროს გუნდის მაღალი პროფესიონალიზმის, საქმისადმი ერთგულებისა და შემოქმედებითი მიდგომების საშუალებით გახდა შესაძლებელი.
    ნანა ჯანაშია
    აღმასრულებელი დირექტორი
    CENN
  • სტარტაპ ბიუროსთან უკვე 3 წელზე მეტია, რაც ვთანამშრომლობთ და ძალიან კმაყოფილები ვართ, განსაკუთრებით - დაგეგმვის, აღსრულების, რეპორტინგის, რეაგირებისა და დეტალებისადმი ყურადღების გამახვილების ხარისხით. ორი წლის წინ, ჩვენი ფონდის მხარდაჭერით, სტარტაპ ბიურომ განახორციელა 2-დღიანი ბიზნესბანაკი, რომლის მიზანიც საქართველოში მეწარმეობის მხარდაჭერა და წახალისება იყო. სტარტაპ ბიურო მუდამ ეფექტიან და შედეგიან ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს და ჩვენც ძალიან ვამაყობთ იმით, რომ მათი მხარდაჭერები ვართ.
    პეტერ-ანდრეას ბოხმანი
    სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი
    ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის
გუნდი
  • ნია რესულიძე
    თანადამფუძნებელი
  • გური ქოიავა
    თანადამფუძნებელი
  • ჰაიკ ასრიანცი
    თანადამფუძნებელი
  • ანდრია შიხიაშვილი
    პროექტების ასისტენტი
კონტაქტი
ნინოშვილის ქ. 8, ფაბრიკა
თბილისი
ჩვენ თქვენს ელ. ფოსტის მისამართს სხვებს არ გავუზიარებთ.
© 2018 - 2024 თბილისი სტარტაპ ბიურო ა(ა)იპ